ივნისი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« მაი   ივლ »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
არქივები

Archive for ივნისი, 2018

2018 წლის 26 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში  პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-15 შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა და შეთანხმდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის  ეროვნული სტრატეგიული გეგმების საბოლოო ვერსიები. გაიმართა მსჯელობა  აივ -ის და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის ბიუჯეტის გაყოფასთან და ქსს ევოლუციის საკითხებთან დაკავშირებით.

 

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს

შემადგენლობის განახლების თაობაზე/ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორნანიზაცია

საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას გამოხატოს საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინოს  კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა ეხება შემდეგ პოზიციას:

  • ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი

 

საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 26 ივნისი, 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/2-CCM-Full-Text-of-Renewal-Announcement-Geo6.pdf

განაცხადის ფორმა – ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/3-CCM-Renewal-ApplicationForm-Final-GEO1.pdf