მარტი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივები

2023 წლის 27 ივლისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით #101 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.

ხდომის მსვლელობისას წარდგენილ  და განხილულ იქნა გლობალური ფონდის  გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია საზედამხედველო  აქტივობების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

2022 წლის 8 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-100 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.

შეხვედრა ესწრებოდნენ, გლობალური ფონდის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი, ტატიანა ვინიჩენკო, გლობალური ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, დავით კოკიაშვილი, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები.

სხდომის მსვლელობისას წარდგენის და განხილულ იქნა გლობალური ფონდის მოღვაწეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, გლობალური ფონდის ახალი გრანტის განხორციელების მზაობა და გლობალური ფონდის  გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია მწვანე შუქის მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულოზის სიმპოზიუმის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო

აცხადებს ადგილობრივი კონსულტანტის ვაკანსიას საბჭოს ჩართულობის გაძლიერების მიზნით

მოსალოდნელი დატვირთვა: 25 დღე

სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: – 2022 წლის ნოემბერი

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქცენი განცხადებები  (CV-სთან ერთდ) არაუგვიანეს 2022 წლის 14 ნოემბრისა სამდივნოს ელექტრონულ მისამართზე: admin@georgia-ccm.ge;  ასლი: secretary@georgia-ccm.ge

14 ნოემბრის შემდეგ შელოსული განცხადებები აღარ განიხილება. ელექტრონული წერილის სათაურის ხაზში, გთხოვთ მიუთითოთ: National Consultant

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი: http://www.georgia-ccm.ge/?page_id=4151

 

 

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ დიწყო მუშაობა COVID-ზე საპასუხო მექანიზმის (C19RM) ფარგლებში გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადის მზადებაზე. გლობალურ ფონდში  განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 31 მაისი.

საქართველოსთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 2,63 მილიონ აშშ დოლარს. ალოკაციის ზემოთ გამოყოფილი თანხა- 2,63 მილიონ აშშ დოლარი.

უტილიზაციის საბოლოო თარიღი – 2023 წლის 31 დეკემბერი.

დაფინანსებას ექვემდებარებააქტივობები, რომელიც შეესაბამება ტექნიკური გზამკვლევით განსაზღვრულ მიმართულებებსა და კატეგორიებს:

3 ძირითადი კატეგორია

1. კოვიდ-19 ეპიდემიის კონტროლისა და შეკავების ღონისძიებების კოორდინაცია და დაგეგმვა ქვეყნის დონეზე

2. აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამებზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენის შესუსტება

3. ჯანმრთელობის სისტემისა და სათემო სისტემების გაძლიერება, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური მომსახურების, ლაბორატორიული სისტემების, ეპიდზედამხედველობის გაძლიერების,  ადვოკატირება და თემის მობილიზება

არ დაფინანსდება: ვაქცინების შეძენა, მაგრამ შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა.

სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლო ინტერვენციები:

  • ადამიანის უფლებების დაცვა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გენდერული ბარიერების დაძლევა
  • COVID-19 CSS: სათემო მონიტორინგი
  • COVID-19 CSS: სათემო ადვოკატირება და კვლევები
  • COVID-19 CSS: სოციალური მობილიზება
  • COVID-19 CSS: სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება – institutional capacity building

დაწვრილებითი ინფორმაცია C19RM მექანიზმის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

PIH Recommendations | Partners In Health

https://www.theglobalfund.org/en/covid-19/response-mechanism/how-to-apply/

https://www.theglobalfund.org/media/10816/covid19_crg-investments_guidance_en.pdf

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 მაისისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge. გთხოვთ მიუთითოთ დასახელებაში: C19RM proposal.