მაისი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ   ივნ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
არქივები

Archive for მაისი, 2018

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს შემადგენლობის განახლების თაობაზე/ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორნანიზაცია

საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას გამოხატოს საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინოს  კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა ეხება შემდეგ პოზიციას:

  • ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი

 

საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 10 ივნისი, 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/2-CCM-Full-Text-of-Renewal-Announcement-Geo3.pdf

განაცხადის ფორმა – ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/3-CCM-Renewal-ApplicationForm-Final-GEO1.pdf

 

2018 წლის 18 მაისს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 90-სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების სამუშაო ვერსია, ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ჯანმოს ევროპის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომის მსვლელობისას მოხდა საბჭოს განახლების ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვა  და გადაწყვეტილებების მიღება.

 

2018 წლის 16 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-14   შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების  სამუშაო ვერსია, ქსს გარდამავალი გეგმის სამუშაო ვერსია.