აპრილი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« იან    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

2018 წლის 10 დეკემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ოფისში გაიმართა საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2018 წლის მე-2 და მე-3 კვარტალის დეშბორდები.

 

2018 წლის 20 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 91-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას დამტკიცდა  2019-2022 წწ შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმები, 2019-2022 ალოკაციის პერიოდში პროგრამებს შორის თანხების განაწილება, შეთანხმდა პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის დოკუმენტები.

 

პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებული წარმომადგენლობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში 2018 წლის 16 ივლისს გაიმართა. წარდგენილ და განხილულ იქნა აივ/შიდსის და ტბ პროგრამების გაგრძელების მოთხოვნები, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სტრატეგიული გეგმების საბოლოო ვერსიაზე შემოსული კომენტარები და მათზე უკუგება.

 

2018 წლის 11 ივლისს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლებთან გლობალურ ფონდში წარსადგენი ტბ პროგრამის გაგრძელების მოთხოვნის განაცხადის განხილვის მიზნით.