ნოემბერი 2022
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ   ივლ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
არქივები

Archive for ნოემბერი, 2022

2022 წლის 8 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-100 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.

შეხვედრა ესწრებოდნენ, გლობალური ფონდის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი, ტატიანა ვინიჩენკო, გლობალური ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, დავით კოკიაშვილი, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები.

სხდომის მსვლელობისას წარდგენის და განხილულ იქნა გლობალური ფონდის მოღვაწეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, გლობალური ფონდის ახალი გრანტის განხორციელების მზაობა და გლობალური ფონდის  გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია მწვანე შუქის მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულოზის სიმპოზიუმის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭო

აცხადებს ადგილობრივი კონსულტანტის ვაკანსიას საბჭოს ჩართულობის გაძლიერების მიზნით

მოსალოდნელი დატვირთვა: 25 დღე

სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: – 2022 წლის ნოემბერი

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქცენი განცხადებები  (CV-სთან ერთდ) არაუგვიანეს 2022 წლის 14 ნოემბრისა სამდივნოს ელექტრონულ მისამართზე: admin@georgia-ccm.ge;  ასლი: secretary@georgia-ccm.ge

14 ნოემბრის შემდეგ შელოსული განცხადებები აღარ განიხილება. ელექტრონული წერილის სათაურის ხაზში, გთხოვთ მიუთითოთ: National Consultant

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი: http://www.georgia-ccm.ge/?page_id=4151