მარტი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
არქივები

კორონავირუსი (COVID-19)

სასარგებლო ცხელი ხაზები და ბმულები

ჯანდაცვის სამინისტრო: 1505

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 116001

ოფიციალური საინფორმაციო არხი:

https://stopcov.ge/

 

COVID-19: სოლიდარობის გზავნილი/ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2020

გთხოვთ იხილოთ: http://tbgeo.ge/covid-19-a-message-of-solidarity-on-world-tb-day-2020/

 

პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში 2020 წლის 11 მარტს გაიმართა. შეხვედრის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სპექტრუმის გამოყენებით აივ ინფექცია/შიდსის ღონისძიებების შეფასება და დაგეგმვა.

 

2020 წლის 13 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ ში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო

საზოგადოების ფორუმი.

ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ეროვნული საპასუხო ღონისძიებების და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.