1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 2015 წლის 1 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა (PTF) შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში, გამართეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია სლოგანით: „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“.
2015 წლის 27 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 81-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ. მოსმენილ იქნა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პროგრამული და ფინასური მდგრადობის დაგეგმარების კვლევის შედეგების შესახებ. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2015 წლის 25 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-6 პერიოდის (2015 წლის 1 ივლისი – 2015 წლის 30 სექტემბერი). საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.
2015 წლის 16 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-5 პერიოდის (2015 წლის 1 აპრილი – 2015 წლის 30 ივნისი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.