აპრილი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

2022 წლის 8 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-100 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.

შეხვედრა ესწრებოდნენ, გლობალური ფონდის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი, ტატიანა ვინიჩენკო, გლობალური ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, დავით კოკიაშვილი, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები.

სხდომის მსვლელობისას წარდგენის და განხილულ იქნა გლობალური ფონდის მოღვაწეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, გლობალური ფონდის ახალი გრანტის განხორციელების მზაობა და გლობალური ფონდის  გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია მწვანე შუქის მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულოზის სიმპოზიუმის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

Leave a Reply