მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
არქივები

2017 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე მიმდინარეობს სლოგანით „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“

2017 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო პედიატრიული განყოფილების გახსნის ცერემონიალი. დავათვალიერებულ იქნა ახალ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს ლაბორატორიის შენობა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის შენობა წითლად განათდა.


დატოვეთ პასუხი