Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
აგვისტო 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივები

2017 წლის 23 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში  გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

ფორუმის მიზანი იყო გარდამავალი პერიოდის მდგრადობის გეგმის ძირითადი ქვაკუთხედების და მათი შესრულებისკენ მიმართული კოორდინირებული ქმედებების განხილვა. ფორუმის მსვლელობისას გაშუქდა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივები და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გარდამავალი პერიოდის დაგეგმვის პროცესი, გლობალური ფონდის მიმდინარე გრანტები და დაფინანსების სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალური ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.


Leave a Reply