აპრილი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

კონსულტირება პოლიტიკისა და ადვოკატირების საკითხებში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გარდამავალი ეტაპის დაგეგმარების მხარდასაჭერად

საფუძვლები

საქართველო წარმოადგენს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (გლობალური ფონდი) გრანტების მიმღებს. გრანტების განხორციელების მიზანია ტუბერკულოზსა და აივ/შიდსზე ეროვნული საპასუხო ღონისძიებების მხარდაჭერა. გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ-ის  პროექტი 2016 წლის ივნისში დასრულდა. 2016 წლის ივლისიდან ამოქმედდა დაფინანსების ახალი მექანიზმის ფარგლებში მოქმედი აივ-ის გრანტი, რომელიც 2019 წლის შუა რიცხვებში დასრულდება. გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ტუბერკულოზის  პროექტი 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.  დაფინანსების ახალი მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი ტუბერკულოის ახალი გრანტის ამოქმედება იგეგმება 2017 წლის იანვრიდან. გრანტის მოქმედება დასრულდება 2019 წლის ბოლოს. გლობალური ფონდიდან მიღებული ფინანსური რესურსების შემცირების პირობებში, საქართველოს მთავრობის ქმედებები მიმართულია სახელმწიფო დაფინანსების ზრდისკენ   და დეფიციტის შევსებისკენ, აივ-ის და ტუბერკულოზის კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების სახელმწიფო დაფინანსებაზე ეტაპობრივი გადასვლის მიზნით.

ტუბერკულოზისა და აივ პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე შეუფერხებელი გადასვლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ (ქსს) ჩამოაყალიბა პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტს (კომიტეტი), რომლის მთავარი ამოცანაა ქსს-სათვის გარდამავალი პერიოდის გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი გადაწყვეტის პოტენციური გზების მოძიებაში დახმარების აღმოჩენა. კომიტეტი ჩართულია ტუბერკულოზისა და აივ-ის პრევენციის და სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის, რეგულაციების, ოპერაციული პოლიტიკის და პრაქტიკის სტანდარტების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ადვოკატირების ღონისძიებებში. კომიტეტის მთავარი ფუნქციაა მდგრადობის გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვა, რომლის მიზანია ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ხარისხიან აივ-ტესტირებაზე, პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე, ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გეგმამ უნდა განსაზღვროს ამჟამად გლობალური ფონდის მიერ მხარდაჭერილი აქტივობების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის ჩარჩო, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად მოიცავს ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე  ეფექტური გადასვლისათვის აუცილებელ ნორმატიულ ცვლილებებსაც.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გეგმავს სპეციალისტის დაქირავებას, რომელიც უზრუნველყოფს კომიტეტის კონსულტირებას პოლიტიკისა და ადვოკატირების საკითხებში კომიტეტის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით.

სამუშაოს აღწერილობა:

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო გეგმავს სპეციალისტის დაქირავებას – პოლიტიკისა და ადვოკატირების სპეციალისტი – , რომელიც უზრუნველყოფს კომიტეტის კონსულტირებას პოლიტიკისა და ადვოკატირების საკითხებში კომიტეტის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით. კონსულტანტის საქმიანობა წარიმართება კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში.

სპეციალისტი მუშაობს კომიტეტის ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებულია მის მიმართ. სპეციალისტის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარე ამოწმებს სპეციალისტის საქმიანობას და ამტკიცებს მის ყოველთვიურ ანგარიშს ფინანსური ანაზღაურების მისაღებად.

სამუშაო ვალდებულებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

  1. 1. კომიტეტის და ქსს-ს ტექნიკური კონსულტირებით უზრუნველყოფა, საჭიროებიდან გამომდინარე, გლობალური ფონდის მხარდაჭერის ამოწურვის შემდეგ ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საპასუხო ეროვნული ღონისძიებების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.  აღნიშნული მოიცავს  დეფიციტის ანალიზის ჩატარებას, დონორულიდან ადგილობრივ დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების (მათ შორის ძირითად პრევენციულ და სამკურნალო ინტერვენციებთან დაკავშირებულის) იდენტიფიცირებას, კომპლექსური ტექნიკური ინფორმაციის და პოლიტიკის დოკუმენტების ეფექტურად მიწოდებას გარდამავალ გეგმაზე მომუშავე  ექსპერტების მხრიდან კომიტეტის წევრებისადმი და სხვა დაინტერესებული მხარეებისადმი, ტექნიკური დისკუსიების ფასილიტაციას და შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადებას.
  2. კომიტეტის შეხვედრების დღის წესრიგის შემუშავება.
  3. 3. სხდომის ოქმების მომზადება, მათი გაავრცელება კომიტეტის წევრებს შორის დასამტკიცებლად და ქსს-ს სამდივნოსადმი მიწოდება ქსს-ს წევრებს შორის შემდგომი ციკრულირებისათვის.
  4. 4. კომიტეტის წევრებს და გარდამავალი პერიოდის დაგეგმარებაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შორის კონსულტაციების და რეგულარული ურთიერთქმედების ფასილიტაცია.

სპეფიფიკაცია:

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სამეცნიერო ხარისხი მედიცინასა ან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში;
  • ეროვნული სტრატეგიების და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში, დეფიციტის ანალიზის, პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების სფეროებში სულ მცირე 5 წლის გამოცდილება. აღნიშნულიდან, სულ მცირე, სამი წლის გამოცდილება უნდა ეხებოდეს უშუალოდ აივ-ისა და ტუბერკულოზის კონტროლს;
  • აივ-ის და ტუბერკულოზის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტული ცოდნა;
  • მრავალსექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ფასილიტაციის სპეციფიური გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა:
  • წერითი და პრეზენტაციის საუკეთესო უნარები.

პოზიციაზე განაცხადისათვის:

გთხოვთ გამოაგზავნოთ თანმხლები წერილი, პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (CV), დიპლომების და სერტიფიკატების ასლები შემდედ ელექტრონულ მისამართზე: admin.ccm@caucasus.net; ასლი: secretary@ccm.caucasus.net.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2016 წლის 11 ნოემბრის 18:00 საათი. ელექტრონულ წერილში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება – პოლიტიკისა და ადვოკატირების სპეციალისტი.

Leave a Reply