არქივი: 28 თებერვალი, 2021
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ახალი სტრატეგიული ციკლისთვის (2022-2025 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებულ განაცხადში.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი იდეები/პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 მარტისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge
პროექტის სავარაუდო მიმართულებები:
– აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების მკურნალობის და მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა, ფსიქო-სოციალური და მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა
– ტუბერკულოზით დაავადებული პირების მკურნალობის და მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა, ფსიქო-სოციალური და მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა
– ტრანსგენდერ პირებში აივ პრევენციის და აივ ტესტირების ღონისძიებები
– მსმ-ებში აივ ინფექციის პრევენციის და აივ ტესტირების ღონისძიებების განხორციელება
– ნიმ-ების აივ პრევენციული და აივ ტესტირებით მოცვის მომსახურების ხარისხის კონტროლი, მონიტორინგი და სუპერვიზია, ზიანის შემცირების ორგანიზაციების ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება, მომსახურების მიწოდების ცენტრების ადაპტირება სერვისის მიწოდების მოთხოვნების შესაბამისად
– კსმ ქალებში აივ ინფექციის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება
– აივ თვითტესტირების პლატფორმის მხარდაჭერა
– აივ ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკური მკურნალობის სათემო პროგრამა (PrEP)
– აივ პრევენციის და აივ ტესტირების ინოვაციური პროგრამების პილოტირება და მხარდაჭერა
-აივ პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ინტეგრირებული ინტერვენციის პილოტირება/განხორციელება
– ტელემედიცინაზე დაფუძნებული ტრენინგები და მომსახურების მიწოდება
– თემის განვითარების მხადაჭერა, ადვოკატირება, მხარდაჭერი პოლიტიკური და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის ხელშეწყობა
– ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა
– ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის აქტიური გამოვლენა და მართვა
– “ნულოვანი ტუბერკულოზის” ინიციატივის განხორციელება სხვადასხვა რეგიონში
– ტუბერკულოზის სერვისის ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში
– ტუბერკულოზის მართვის ხარისხის გაუმჯობესება
– ვიდეომეთვალყურეობით კონსულტაციისა და მკურნალობის ხელშეწყობა
– ტუბერკულოზის მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის დანერგვა
– საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით