იანვარი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ   თებ »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

Archive for იანვარი, 2018

2018 წლის 25 – 27 იანვარს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა საველე ვიზიტი ბათუმში.

ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მომდინარე პროგრამების განხორციელების სტატუსის შეფასება.

 

2018 წლის 17 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.

 

2018 წლის 16 იანვარს ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრის ამოცანა იყო გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველყოფა“ მიმდინარეობის მიმოხილვა და დამყოლობის მხარდამჭერი მიდგომებთან ჰარმონიზაციის შესახებ ინფორმაციის შეკრება.