არქივი: 27 დეკემბერი, 2017
2017 წლის 24 ნოემბერს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 88–ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესი , ქსს-ს გარდამავალი გეგმის სამუშაო ვერსიის მონახაზი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომის მსვლელობისას პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.





