მარტი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივები

Author Archive

გლობალური ფონდი აგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას COVID-19-თან გლობალურ ბრძოლაში COVID-ზე საპასუხო მექანიზმის (C19RM) ფარგლებში.

 

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის შემოთავაზებულ იქნა დაფინანსების მიღების ახალი შესაძლებლობა შესაბამისი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.  არსებობს განაცხადის წარდგენის რამდენიმე ფანჯარა, მიმდინარე წლის 14 მაისიდან ივნისის ბოლომდე; 7 აპრილიდან კი გახსნილია ე.წ. Fast Track (გადაუდებელი საჭიროებების) მექანიზმი.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: Our COVID-19 Response – The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria

შეკითხვებით, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:

secretary@georgia-ccm.ge

admin@georgia-ccm.ge

 

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული  პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ახალი სტრატეგიული ციკლისთვის (2022-2025 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებულ განაცხადში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი იდეები/პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 მარტისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge

პროექტის სავარაუდო მიმართულებები:

- აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების მკურნალობის და მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა, ფსიქო-სოციალური და მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა

- ტუბერკულოზით დაავადებული პირების მკურნალობის და მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა, ფსიქო-სოციალური და მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა

- ტრანსგენდერ პირებში აივ პრევენციის და აივ ტესტირების ღონისძიებები

- მსმ-ებში აივ ინფექციის პრევენციის და აივ ტესტირების ღონისძიებების განხორციელება

- ნიმ-ების აივ პრევენციული და აივ ტესტირებით მოცვის მომსახურების ხარისხის კონტროლი, მონიტორინგი და სუპერვიზია, ზიანის შემცირების ორგანიზაციების ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება, მომსახურების მიწოდების ცენტრების ადაპტირება სერვისის მიწოდების მოთხოვნების შესაბამისად

- კსმ ქალებში აივ ინფექციის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

- აივ თვითტესტირების პლატფორმის მხარდაჭერა

- აივ ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკური მკურნალობის სათემო პროგრამა (PrEP)

- აივ პრევენციის და აივ ტესტირების ინოვაციური პროგრამების პილოტირება და მხარდაჭერა

-აივ პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ინტეგრირებული ინტერვენციის პილოტირება/განხორციელება

- ტელემედიცინაზე დაფუძნებული ტრენინგები და მომსახურების მიწოდება

- თემის განვითარების მხადაჭერა, ადვოკატირება, მხარდაჭერი პოლიტიკური და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის ხელშეწყობა

- ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა

- ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის აქტიური გამოვლენა და მართვა

- “ნულოვანი ტუბერკულოზის” ინიციატივის განხორციელება სხვადასხვა რეგიონში

- ტუბერკულოზის სერვისის ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში

- ტუბერკულოზის მართვის ხარისხის გაუმჯობესება

- ვიდეომეთვალყურეობით კონსულტაციისა და მკურნალობის ხელშეწყობა

- ტუბერკულოზის მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის დანერგვა

- საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით

 

 

2021 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქსს-ს  საზედამხედველო კომიტეტის საველე შეხვედრა ონლაინ ფორმატში.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: კოვიდ პანდემიის გავლენა სათემო ორგანიზაციების მუშაობაზე; კოვიდ პანდემიის გავლენა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა გამოვლენასა და დამყოლობაზე.

 

გლობალური ფონდის დახმარებას საქართველოში ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს განხორციელების ახალი ციკლისთვის (2022-2025 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებული განაცხადის შემუშავების პროცესს.

მნიშვნელოვანია, განაცხადის შემუშავდებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე დიალოგის რეჟიმში.

საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას სამუშაო პროცესში.

ქვეყნის განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 15 აგვისტო.

საბჭო მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაიწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული  პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ქვეყნის განაცხადში.   განცხადება საპროექტო წინადადებების მიღების თაობაზე დამატებით გამოქვეყნდება საბჭოს ვებ-გვერდზე. დეტალური ინფორმაცია აპლიკაციის პროცესზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.theglobalfund.org/en/funding-model/applying/