2015 წლის 12 თებერვალს სასტუმრო ძველ თბილისში გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების თაობაზე. შეხვედრის ორგანიზატორია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო. ღონისძიება გაიმართა საფრანგეთის „5% ინიციტივის“ ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის „5% ინიციატივის“ ექსპერტები, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დონორი ორგანიზაციების,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის, ასევე სამოქალაქო სექტორის, მათ შორის სათემო ორგანიზაციებისა და ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ეროვნული სტრატეგიული გეგმის ამოცანები და ინტერვენციები.
2015 წლის 13 თებერვალს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართა გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის საპასუხო ღონისძიებებში გენდერული სენსიტიურობის პრომოციას, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს
წევრების და სამდივნოს ცნობიერების ამაღლებას, მონაწილეებისათვის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სტრატეგიისა და პროგრამების
შემუშავების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებისათვის და გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი დისკუსიების წარმართვისათვის
აუცილებელი ცოდნის მიწოდებას.სამუშაო შეხვედრა წარიმართა ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის კონსულტანტების მიერ.
2015 წლის 29 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს
ინიციატივით, გაიმართა აივ/შიდსის და ტუბერკულოზისსფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.
ფორუმის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ტუბერკულოზითა და შიდსით
დაზარალებული მოსახლეობის უფრო აქტიურიჩართვა შიდსისა და ტუბერკულოზის ეროვნულისტრატეგიებისა და გლობალურ
ფონდშიწარსადგენი საგრანტო განაცხადების მომზადებისსამუშაო პროცესში, მათი მოსაზრებების, საჭიროებების
გათვალისწინება და შიდსის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებებში
ფართოჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
2015 წლის 30 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 76-ე სხდომაგაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას დამტკიცდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების პირველი მონახაზი. მიღწეულ იქნა შეთანხმება გლობალური ფონდის გრანტების ძირითადი მიმღები ორგანიზაციის ნომინაციის/შერჩევის პროცედურის და კრიტერიუმების თაობაზე .
სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.