2015 წლის 16 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელს (EHRN) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლის 29 სექტემბერიდან – 1 ოქტომბერის პერიოდში საქართველოში, როგორც რეგიონში ლიდერ ქვეყანაში, მაღალი დონის რეგიონული შეხვედრის ჩატარებას აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის საპასუხი ღონისძიებების გარდამავალ გეგმის და პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
2015 წლის 8 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა გლობალური ფონდის წარმომადგენლების შეხვედრა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და გლობალური ფონდის დაფინანსების მისაღებად განაცხადის (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტის) შემუშავების მიზნით მოქმედი ჯგუფის წევრებთან.
გლობალური ფონდის წარმომადგენლებმა გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს მე-5 ციკლის კონცეფციის დოკუმენტების ტექნიკური პანელის განხილვის რეკომენდაციები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სტრატეგიის და კონცეფციის დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე და გლობალური ფონდის პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც პედიატრიული დეპარტამენტის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
წყარო: www.moh.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2407