მაისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

 

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) და ტუბერკულოზის განახლებული გრანტის (GEO-T- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.

 

საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) და ტუბერკულოზის განახლებული გრანტის (GEO-T- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.

GEO-T- GPIC პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2014 წლის იანვარი – 2016 წლის ივნისი

GEO-H- GPIC პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2014 წლის იანვარი – 2015 წლის დეკემბერი

ვაკანსიების რაოდენობა – 3

GEO-H- GPIC გრანტი – 2 ვაკანსია ( ერთი ორგანიზაცია პრევენიციის კომპონენტის ძირითადი მიმღების პოზიციაზე, ერთი ორგანიზაცია – მკურნალობის კომპონენტის ძირითადი მიმღების პოზიციაზე).

GEO-T- GPIC გრანტი – ძირითადი მიმღების 1 ვაკანსია

პრეტენდენტი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

 

  • უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია  დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო და ორგანიზაციული სტრუქტურა ეფექტური მმართველობის, მენეჯმენტის და აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალეობის და ანგარიშგების ეფექტური პროცედურებით;
    • უნდა გააჩნდეს გლობალურ ფონდთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების იურიდიული შესაძლებლობა, სტატუსი და უფლება და გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად;
    • უნდა გააჩნდეს ჯანდაცვის სფეროში  საერთაშორისო გრანტების  მართვის გამოცდილების მტკიცებულება და იდეალურ შემთხვევაში შესაბამისი გამოცდილება ინფექციური დაავადებების სფეროში (აივ/შიდსი, ტუბერკულოზი ან მალარია);
    • უნდა გააჩნდეს ფართო გამოცდილება ეგრეთ წოდებულ მოსაზღვრე სფეროებში (ფინანსები, საკანონმდებლო სფერო) და აგრეთვე ისეთ სფეროებში, როგირიცაა მონიტორინგი&შეფასება1 და შესყიდვები2, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების განხორციელებაში მიღებული გამოცდილება განიხილება დამატებით უპირატესობად; ორგანიზაცია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი განათლებისა და   საერთაშორისო პროექტების განხორციელების  გამოცდილების მქონე პერსონალით (ან გააჩნდეს ამგვარი პერსონალის დაქირავების მზაობა), ორგანიზაციამ უნდა დაასახელოს პირები, რომლებიც პროექტის განხორციელების პერიოდში, იმუშავებენ გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები ორგანიზაციის გუნდის წევრებად.
    • უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა, მართვის ელექტრონული სისტემა (MIS) ელექტრონული ტრანზაქციების, რეგისტრაციის და უშეცდომო ანგარიშგების ეფექტური განხორციელებისათვის; აღნიშნული აგერთვე მოიცავს სუბ-რეციპიენტების და გარე ინსტიტუციების (მაგ. შესყიდვის აგენტი) საქმიანობის განხორციელების ეფექტურ მონიტორინგს;
    • უნდა გააჩნდეს მარაგების მართვის და კონტროლის მოქნილი სისტემა;
    • უნდა გააჩნდეს შესაბამისი სისტემები მათ შორის ფინანსური, რომელიც ყველა ტრანზაქციის, გადარიცხვის, ბალანსის (მათ შორის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულის) ეფექტური აღრიცხვის, სუბ-რეციპიენტებისათვის, შესყიდვის აგენტებისათვის, მომწოდებლებისათვის  თანხის დროულად, და გამჭვირვალედ გადარიცხვის, შიდა კონტროლის ადეკვატური სისტემების არსებობის, რეგულარული და სანდო ფინანსური ანგარიშების მომზადების, ძირითადი მიმღების ფიზიკური და ფინანსური აქტივების დაცვის შესაძლებლობას იძლევა;  ექვემდებარება  და  შესამაბისობაშია აუდიტორულ რეგულაციებთან;
    • უნდა გააჩნდეს სუბ-რეციპიენტის მენეჯმენტის შესაბამისი სიმძლავრეები, მათ შორის სისტემები, რომელიც აუცილებელია სუბ-რეციპიენტის შესაძლებლობების  შეფასების, ხარვეზების იდენტიფიცირების და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დახმარების აღმოჩენისათვის ნებისმიერი პოტენციური სუბ-რეციპიენტის მიერ პროგრამის აქტივობების განხორციელებისათვის აუცილებელი შესაძლებლობებით უზრუნველსაყოფად; ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მართვის ადეკვატური პროცედურები სუბ-რეციპიენტების მიერ გრანტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობისათვის და სუბ-რეციპიენტების მიერ პროგრამული აქტივობების და რესურსების მენეჯმენტის ხელშეწყობისათვის.

 

 

განაცხადის შეტანა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით) უნდა მოხდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში შემდეგ მისამართზე: წერეთლის გამზირი 144; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული და შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:admin.ccm@caucasus.net

გთხოვთ მიუთითოთ, რომელ გრანტზე შემოგაქვთ განცხადება. GEO-H-GPIC გრანტის შემთხვევაში დამატებით მიუთითეთ კომპონენტი (მკურნალობის ან პრევენციის)

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2013 წლის 30 ივლისი, 18:00 საათი

 

 

1მონიტორინგი&შეფასება:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მონიტორინგისა და შეფასების სისტემები  რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლის ზომების გათვალისწინებით პროგრამული მონაცემების შეგროვებას და აღრიცხვას; სანდო პროგრამული ანგარიშების მომზადების ხელშეწყობას; შეფასების და სხვა კვლევებისათვის აუცილებელი მონაცემების არსებობას.

2შესყიდვების სისტემა:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვების ეფექტური სისტემა; ადგილობრივი და საერთაშორისო  შესყიდვების განხორციელების დიდი გამოცდილება (მათ შორის სამედიცინო პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის); გარდა ამისა ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს სამედიცინო პროდუქტების შესყიდვა, შენახვა და დისტრიბუცია გლობალური ფონდის მიერ დადგენილი შესყიდვების და მარაგების მართვის პროცედურების შესაბამისად;

Comments are closed.