აპრილი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ დიწყო მუშაობა COVID-ზე საპასუხო მექანიზმის (C19RM) ფარგლებში გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადის მზადებაზე. გლობალურ ფონდში  განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 31 მაისი.

საქართველოსთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 2,63 მილიონ აშშ დოლარს. ალოკაციის ზემოთ გამოყოფილი თანხა- 2,63 მილიონ აშშ დოლარი.

უტილიზაციის საბოლოო თარიღი – 2023 წლის 31 დეკემბერი.

დაფინანსებას ექვემდებარებააქტივობები, რომელიც შეესაბამება ტექნიკური გზამკვლევით განსაზღვრულ მიმართულებებსა და კატეგორიებს:

3 ძირითადი კატეგორია

1. კოვიდ-19 ეპიდემიის კონტროლისა და შეკავების ღონისძიებების კოორდინაცია და დაგეგმვა ქვეყნის დონეზე

2. აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამებზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენის შესუსტება

3. ჯანმრთელობის სისტემისა და სათემო სისტემების გაძლიერება, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური მომსახურების, ლაბორატორიული სისტემების, ეპიდზედამხედველობის გაძლიერების,  ადვოკატირება და თემის მობილიზება

არ დაფინანსდება: ვაქცინების შეძენა, მაგრამ შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა.

სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლო ინტერვენციები:

  • ადამიანის უფლებების დაცვა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გენდერული ბარიერების დაძლევა
  • COVID-19 CSS: სათემო მონიტორინგი
  • COVID-19 CSS: სათემო ადვოკატირება და კვლევები
  • COVID-19 CSS: სოციალური მობილიზება
  • COVID-19 CSS: სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება – institutional capacity building

დაწვრილებითი ინფორმაცია C19RM მექანიზმის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

PIH Recommendations | Partners In Health

https://www.theglobalfund.org/en/covid-19/response-mechanism/how-to-apply/

https://www.theglobalfund.org/media/10816/covid19_crg-investments_guidance_en.pdf

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 მაისისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge. გთხოვთ მიუთითოთ დასახელებაში: C19RM proposal.

 

 

Leave a Reply