შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.
| შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2013 წლის ივლისი – 2015 წლის დეკემბერი
– ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს (ადგილობრივი ორგანიზაცია საჯარო ან კერძო სექტორიდან); – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა, მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ორგანიზაციული სტრუქტურა მმართველობის, მენეჯმენტის და ანგარიშგების ეფექტური პროცედურებით; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შიდა კონტროლის ეფექტური და მოქნილი სისტემები; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს სათანადო მართვის ელექტრონული სისტემა ელექტრონული ტრანზაქციების განხორციელების, რეგისტრაციის და ეფექტური ანგარიშგების მიზნით; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მარაგების მართვის და კონტროლის მოქნილი სისტემა; – ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალ-ტექნიკური ბაზა. |