Archive for December, 2014|Monthly archive page
2014 წლის 19 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 73-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას მოხდა საფრანგეთის 5% ინიციატივის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული საბჭოს გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების წარდგენა. საბჭოს წევრების მიერ მოხდა თვით-შეფასების შედეგების დამტკიცება.
სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2014 წლის 1 დეკემბერს ექსპო-ჯორჯიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფთან (PTF) ერთად შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში ერთობლივად ჩაატარა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით:
0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა
0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა
0 აივ – ასოცირებული დისკრიმინაცია