მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
არქივები

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს

შემადგენლობის განახლების თაობაზე

საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, აივ/შიდსით დაზარალებულ ჯგუფებსა და აივ-ინფიცირებულ პაციენტს  გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:

  • · ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
  • · აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 2 წევრი
  • · აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი

საბჭოში განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის  15 იანვრის ჩათვლით. 15 იანვრის  შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/CCM-FULL-TEXT-OF-ANNOUNCEMENT-GEO.pdf

დატოვეთ პასუხი