აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
არქივები

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს

შემადგენლობის განახლების თაობაზე

საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დაავადებებით დაზარალებულ ჯგუფებსა და ამჟამად დაავადების მატარებელ ან წარსულში ნამკურნალებ პაციენტებს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:

· აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი)– 3 წევრი

· ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 2 წევრი

· აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 3 წევრი

· ტბ დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი

· აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი

· ტუბერკულოზით ამჟამად დაავადებული ან წარსულში ნამკურნალები პირი – 1წევრი

საბჭოში განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. 30 ოქტომბრის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი შემდეგ ბმულზე: http://www.georgia-ccm.ge/?page_id=2020

კომენტარები დახურულია.