Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
ტუბერკულოზის პროგრამისათვის ქვეყნის განაცხადის-„კონცეფციის დოკუმენტის“ მომზადება ახალი მოდელის ფარგლებში გლობალური ფონდის დაფინანსების მისაღებად
აგვისტო 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივები

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს გლობალურ ფონდში წარსადგენ ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის შემუშავების პროცესის კოორდინირებას.

განაცხადი ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება.

სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი. ტუბერკულოზის განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა- 2015 წლის 15 ივლისი.

საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში.

ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დეტალური ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზეhttp://www.theglobalfund.org/en/fundingmodel/

შეკითხვებით და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:

ირინა გრძელიძე, აღმასრულებელი მდივანი. secretary@ccm.caucasus.net ტელ: 51 00 11 (0615);

ნათია ხონელიძე, ადმინისტრაციული ასისტენტი. admin.ccm@caucasus.net. ტელ: 51 00 11 (0616)

Leave a Reply