აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
არქივები

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელშეწყობით ითარგმნა ტუბერკულოზის შემთხვევის ახალი განმარტებები და ადაპტირდა აღრიცხვის ფორმების ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით. ჯანმოს ახალი დოკუმენტის მიხედვით განახლებულია ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევის წინა სტანდარტული განმარტებები, კატეგორიები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შედეგები და ტუბერკულოზის სტანდარტული ანგარიშგების ჩარჩო. შესწორებული დეფინიციები და ფორმები დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ტუბერკულოზის პრევენციის პროექტმა შეიმუშავა სასწავლო პროგრამა ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით განახლებული დეფინიციების და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის. ტრენინგები ჩატარდა 2015 წლის თებერვალსა და მარტში,  და მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ყველა ფთიზიატრი და ასევე ლაბორატორიული პერსონალი, რომელიც ჩართულია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში საქართველოში.

დატოვეთ პასუხი