Archive for May, 2015|Monthly archive page
2015 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის, დაინტერესებული უწყებებისა და ექსპერტების მონაწილეობით „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.parliament.ge/ge/media/anonsi/23-maisis-anonsi2015.page
2015 წლის 19 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი
1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა. საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა