Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
1
სექტემბერი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

Archive for the ‘1’ Category

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა. საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა

2015 წლის 8 მაისს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “Winners’ Club” -ის წარმომადგენლებმა “თბილისის მწვანე სკოლის” მოსწავლეებს ტუბერკულოზის შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარეს.

2015 წლის 28 აპრილს „ახალი ვექტორის“  შენობაში გაიმართა აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა.

საფრანგეთის საექსპერტო სააგენტოს (Expertise France) კონსულტანტმა, ბატონმა ტიმ კლერიმ და შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობის საკითხები.

მისია, რომლის მიზანია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს საფრანგეთის საექსპერტო სააგენტოს მიერ აღმოჩენილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში

 

ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეად”-ს შორის. ამ ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2368