მაისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

Author Archive

2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,

ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 94-ე სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა

გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების

შევსების შესახებ, დაფინანსების ახალი სტრატეგიული ციკლი, გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო

დაფინანსებაზე გადასვლის და ვალდებულებების გადაბარების საკითხები,

ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ, საქართველოში მიმდინარე

აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკთხები.

 

2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა ქსს-ს  საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა.

განხილულ იქნა 2019 წლის აივ და ტბ პროგრამების მე-2 კვარტალის ადეშბორდები, გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი.

 

2019 წლის 4 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 93-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი,  ინფორმაცია EECA წარმომადგენლობის შეხვედრისა და გლობალური ფონდის საბჭოს 41 -ე  შეხვედრის თაობაზე, აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის სერვისების ოპტიმიზაციის საკითხი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ,  ინფორმაცია „გაეროს ერთიანი პოზიცია ინტერსექტორული თანამშრომლობის გზით აივ-შიდსის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტების დასრულებისათვის“ შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2019 წლის 31 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა ქსს-ს განახლებული საზედამხედველო კომიტეტის პირველი შეხვედრა.

წარდგენილ და განხილულ იქნა ზედამხედველობის პრინციპები, განხილულ იქნა 2018 წლის მე-4 კვარტალის და 2019 წლის 1 კვარტალის აივ და ტბ პროგრამების დეშბორდები.  გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი.