აპრილი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

Author Archive

2020 წლის 13 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ ში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო

საზოგადოების ფორუმი.

ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ეროვნული საპასუხო ღონისძიებების და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

2020 წლის 22-24 იანვარს განხორციელსა საზედამხედველო კომიტეტის

ვიზიტი ზუგდიდსა და ბათუმში.

ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის

მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის და

მიმდინარე ინიციატივების განხორცილების სტატუსის შესწავლა.

 

2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 95-ე სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის

ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ,

ქსს-ები ევოლუციასთან დაკავშირებით  მიმდინარე ინიციატივები და სხვა მნიშვნელოვანი საკთხები.

 

2019 წლის 6 დეკემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ოფისში გაიმართა ქსს- საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა.

განხილულ იქნა 2019 წლის აივ და ტბ პროგრამების მე-3 კვარტალის დეშბორდები, გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი, საბჭოს გარდამავალი გეგმის სტატუსი.