Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
georgiac
მაისი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
არქივები

Author Archive

2015 წლის 24 ივლისს, ახალი ვექტორის ოფისში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებული საკითხები.

2015 წლის 9 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-80 სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის და საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 2016-2020 წწ დამტკიცება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბჭოს განახლების შესახებ განახლების კალენდარის მიხედვით. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2015 წლის 6 ივლისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-4 პერიოდის (2015 წლის 1 იანვარი – 2015 წლის 31 მარტი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად გამართა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014″.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2449