Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
სექტემბერი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

2012 წლის 10 ნოემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მსვლელობისას განხილულ იქნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ/შიდსის პროგრამის შეფასების წინასწარი შედეგები. სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი დავით სერგეენკო. შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური ფონდის წარმომადგენლები, საბჭოს წევრები, დარგის წამყვანი ექსპერტები.

2012 წლის 1 ნოემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში საბჭოს რიგით მე-60 სხდომა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის პირველი ლედი ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. ქალბატონმა სანდრამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბ-ნ დავით სერგეენკოს, საბჭოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მის მიერ განხორციელებული ინიციატივები. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალბატონი სანდრას მიერ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე წარდგენილ ბ-ნ დავით სერგეენკოს კანდიდატურას. სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და 2013-2015 წწ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის და სამუშაო გეგმის დოკუმენტის შემუშავების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.