აპრილი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
არქივები

საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალობდა 2003 წელს გლობალური ფონდის პროექტების კოორდინირების და მონიტორინგის მიზნით. 2007 წლის 1 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს # 144/ო დადგნილებით საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა ქვეყანაში შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოდ. 2012 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობის  # 220 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს  დებულება. ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე. ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა მრავალფეროვანია და მოიცავს სამთავრობო,  საერთაშორისო, არასამთავრობო, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლობას. გლობალური ფონდის დახმარებით და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს აქტიური მონაწილეობით მიღწეულია თვალსაჩინო პროგრესი შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის საქმეში.

ამჟამად ქვეყანაში ხორციელდება გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ აივ/შიდსის და ტუბერკულზოს კონსოლიდირებული გრანტი: GEO-C-NCDC (2023 წლის 1 იანვარი – 2025 წლის 31 დეკემბერი)

გლობალური ფონდი წარმოადგენს ქვეყანაში შიდსთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის ძირითად დონორს.

 

 

 

Leave a Reply