ივნისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« იან   ოქტ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
არქივები

Archive for ივნისი, 2019

2019 წლის 4 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 93-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი,  ინფორმაცია EECA წარმომადგენლობის შეხვედრისა და გლობალური ფონდის საბჭოს 41 -ე  შეხვედრის თაობაზე, აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის სერვისების ოპტიმიზაციის საკითხი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ,  ინფორმაცია „გაეროს ერთიანი პოზიცია ინტერსექტორული თანამშრომლობის გზით აივ-შიდსის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტების დასრულებისათვის“ შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2019 წლის 31 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა ქსს-ს განახლებული საზედამხედველო კომიტეტის პირველი შეხვედრა.

წარდგენილ და განხილულ იქნა ზედამხედველობის პრინციპები, განხილულ იქნა 2018 წლის მე-4 კვარტალის და 2019 წლის 1 კვარტალის აივ და ტბ პროგრამების დეშბორდები.  გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი.